LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საწვავი უახლოეს დღეებში შესაძლოა, გაძვირდეს

94

რიგმა კომპანიებმა შესაძლოა, უახლოეს პერიოდში, საწვავის ფასი 3-5 თეთრამდე გაზარდონ. ამ პროგნოზის გაკეთება მსოფლიოში საწვავის ფასის მატებისა და ლარის კურსის დოლართან მიმართებაში გაუფასურების ფონზეა შესაძლებელი.

როგორც ”ფორტუნასთან” ნავთოპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა ვანო მთვრალაშვილმა განაცხადა, საწვავის გაძვირების პროცესი მსოფლიო ბაზარზე სექტემბრის თვიდან დაიწყო.

დღეს ნავთობის ფასი მიმდინარე წლის ყველაზე მაღალ მაჩვენებელზეა.

ამასთან, ლარი დოლართან მიმართებაში უფასურდება. ვანო მთვრალაშვილის თქმით, ეს ორი ფაქტორი საწვავის ფასზე აისახება.

”საწვავის ფასი დამოკიდებულია ორ მთავარ ფაქტორზე: ლარის გაცვლით კურსზე და საწვავის საერთაშორისო ფასზე. თუ ორივეს ცალ-ცალკე განვიხილავთ, ლარი უფასურდება ბოლო პერიოდში, რაც შეეხება საერთაშორისო ფასებს, აქ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი მატება გვაქვს. რა თქმა უნდა, ამ ორი კომპონენტის ერთობლიობა, რომელიც ნეგატიურ დიაპაზონშია, გვაძლევს იმის ვარაუდის საშუალებას, რომ საქართველოში რიგმა კომპანიებმა უხალოეს პერიოდში დაიწყონ ფასების მატება, თუმცა ეს აუცილებელი არ არის”, – განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა ”ფორტუნასთან”.

რაც შეეხება მარაგებს, მისი თქმით,  არაბრენდირებულ კომპანიებს მარაგი არასდროს აქვთ და ისინი პირდაპირ საბითუმო ბაზარზე არსებულ ფასზე არიან დამოკიდებულები. შესაბამისად, მათ კვირაზე მეტია ფასის კორექტირება უკვე დაწყებული აქვთ.

ნავთობის მაღალი ფასი განპირობებულია იმით, რომ ოპეკის წევრი ქვეყნები და მათ შორის, არაწევრი ქვეყნები, შეთანხმდნენ იმაზე, რომ ნავთობის მოპოვება შეამცირონ. ეს ნაბიჯები იმ მიზანს ემსახურება, რომ გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასმა მოიმატოს.

თუმცა, ნავთოპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის თქმით, ქართულ ბაზარზე კონკურენტული გარემოა და თითოეული კომპანიის ინტერესშია, დაბალი ფასი რაც შეიძლება დიდი ხნით შეინარჩუნოს.

”შედეგიც გვაქვს – ბოლო პერიოდის განმავლობაში ფასი 50 დოლარიან ნიშნულს გადასცა. ამან საერთასორისო ბაზარზე ფასების მატება გამოიწვია.

თუმცა, ბაზრზე კონკურენტული გარემოა და თითოეული კომპანიის ინტერესშია მაქსიმალურად დაბალი ფასები შეინარჩუნონ დიდი ხნის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, ვინ როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს, უახლოეს პერიოდში გამოჩნდება.ზოგმა კომპანიამ ფასები უკვე გაზარდა, ზოგი აპირებს, ზოგმა კი შეიძლება არ გაზარდოს”, – განაცხადა მთვრალაშვილმა ”ფორტუნასთან”.

magti 5g