,,ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” მონაცემებით, საწვავის ფასი საქართველოში ლიტრაზე საშუალოდ 25-30 თეთრით არის შემცირებული.
როგორც ,,ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირიში” აცხადებენ, ფასების კლების ტენდენცია მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება.
„საქართველოს საცალო ქსელში, ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე 1 ლიტრი საწვავის საშუალო ფასები შეადგენს:
- სუპერის ტიპის ბენზინი – 1,82-1,85 ლარი;
- პრემიუმის ტიპის ბენზინი – 1,72-1,88 ლარი;
- რეგულარის ტიპის ბენზინი – 1,53-1,72 ლარი;
- დიზელი ლ-62 – 1,58-1,65 ლარი;
- ევრო დიზელი – 1,72-1,88 ლარი.
ხოლო არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი 15-20 თეთრით ნაკლებია ლიტრაზე.
რეგიონში ყველაზე იაფი საწვავი არის რუსეთში, სადაც სუპერის ტიპის ბენზინის ფასი – 0,54 ევრო (დაახლოებით 1,42 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი – 0,48 ევრო (დაახლოებით 1,27 ლარი), დიზელის საწვავი – 0,45 ევროს (დაახლოებით 1,19 ლარი) ღირს.
ქვევით იხილეთ საწვავის ფასთა ცხრილი რიგ ქვეყნებში დეკემბრის თვის შუა რიცხვების მდგომარეობით.