LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტის ზრდამ ექსპერტულ წრეებში შეკითხვები გააჩინა

88

2018 წლის ბიუჯეტის პროექტი და გაზრდილი დაფინანსება საყოველთაო ჯანდაცვის მიმართულებით. პროექტის თანახმად, სახელმწიფო აღნიშნულ პროგრამაზე მანამდე არსებული 660 მილიონის ნაცვლად, 2018 წელს 704 მილიონს ლარს დახარჯავს. ინიციატივამ ერთი მთავარი შეკითხვა გააჩინა: იმ დროს, როდესაც ერთმანეთისგან გაიმიჯნა სახელმწიფო და კერძო სადაზღვევო პაკეტები, ასევე 40 ათას ლარზე მეტი შემოსავლის მქონე პირებიც ვეღარ ისარგებლებენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ანუ ბენეფიციართა რაოდენობა შემცირდა, მაშინ რა საჭიროა ბიუჯეტის ზრდა.

ამ თემაზე ჩვენ საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტის ხელმძღვანელს გიორგი გიგოლაშვილს ვესაუბრეთ. ის ამბობს, რომ ცვლილების შედეგად, ბენეფიციართა რაოდენობა შემცირდა თუ არა, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს, თუმცა ბიუჯეტის ზრდას რაც შეეხება, მისი თქმით, შესაძლოა, მიმართვიანობასთან ერთად, სახელმწიმიფო ინფლაციის ფაქტორსაც ითვალისწინებს. გიგოლაშვილი აცხადებს, რომ ბიუჯეტი ადმინისტრაციული ხარჯების გამო არ გაიზრდებოდა. „ყოველწლიურად საავადმყოფოების სერვისების, მედიკამენტების ღირებულება მცირედით, 4-5%-ით იზრდება ხოლმე. შესაბამისად, ზრდა ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევის ბიუჯეტზეც აისახება“, -აცხადებს გიგოლაშვილი.

შეგასხენებთ, რომ 2018 წლის ბიუეჯტის პროექტის თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება 44 მილიონით იზრდება და ის საერთო ჯამში 704 მილიონ ლარს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g