LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საყურადღებოა, თუმცა 7 იქნება თუ 27, მათი პოზიციის გამოხატვა არ ნიშნავს, რომ სანქციები წესდება: კუჭავა ევროპარლამენტარების განცხადებაზე

38
კახა კუჭავა

“ძალიან საყურადღებოა, თუმცა ეს არ არის ევროკავშირის ოფიციალური პოზიცია, ამიტომ ნებისმიერი სახის სანქციაზე ან რაიმე შეზღუდვაზე საუბარი ნაადრევი და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.” – პარლამენტის ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა ევროპარლამენტარების მიერ გამოქვეყნებულ საერთო შეფასებას ეხმიანება და ამბობს, რომ შვიდი კი არა, ერთი პარლამენტარიც რომ იყოს, ძალიან მნიშვნელოვანია ყველას მოსაზრება გაითვალისწინონს, მაგრამ შვიდი იქნება თუ 27, მათი პოზიციის გამოხატვა არ ნიშნავს, რომ გარკვეული სანქციები წესდება.

ევროპარლამენტის მხრიდან იქნება მოწოდება, რომ მომხდარს შედეგები მოჰყვეს ფინანსური დახმარების კუთხით: ევროპარლამენტარები

კახა კუჭავას თქმით, ამაზე სპეკულირება სწორი არ არის და აქვე აღნიშნავს, რომ წერილში გარკვეული უზუსტობაც ნახა:

“რაც შეეხება წერილის პასაჟს, კარგად გვესმის, რომ ისინი არათუ სწუხან პრობლემაზე, არამედ ცდილობენ, გამოსავალი იპოვონ. სამწუხაროა, რომ წერილში გარკვეული უზუსტობა ვნახე – კრისტიან დანიელსონის დოკუმენტის მოშველიება და იქვე რიგგარეშე არჩევნების ხსენება. დანიელსონს თავის შემოთავაზებაში რიგგარეშე არჩევნები მითითებული არ ჰქონდა. ახალი მოსაზრების გაჩენა და იმის მითითება, რომ ეს დანიელსონის დოკუმენტში იყო აღნიშნული, უბრალოდ უზუსტობაა და ამას თავად დანიელსონიც დაადასტურებს. შვიდი კი არა, ერთი პარლამენტარიც რომ იყოს, ძალიან მნიშვნელოვანია ყველას მოსაზრება გავითვალისწინოთ, მაგრამ შვიდი იქნება თუ 27, მათი პოზიციის გამოხატვა არ ნიშნავს, რომ გარკვეული სანქციები წესდება. ამაზე სპეკულირება არ არის სწორი.” – თქვა კუჭავამ.

ვიცე-სპიკერი ამბობს, რომ მმართველი გუნდი საკითხზე მუშაობის გასაგრძელებლად მზად არის და დარწმუნებულია, რომ მხარეები გამოსავალს მალე იპოვიან და პრობლემას გადალახავენ:

“ჩვენს პასუხისმგებლობას რომ ვაცნობიერებთ, სწორედ ამიტომ ვიყავით თანახმა ოპოზიციასთან შეთანხმება მომხდარიყო. შეთანხმება რომ შედგეს, ორივე მხარის თანხმობაა აუცილებელი, ამის გარეშე შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია.

ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ძალიან ადარდებთ, პირველ რიგში, დროის კუთხით, რომ რაც შეიძლება მალე გადაწყდეს ყველა საკითხი და დავუბრუნდეთ იმ რეალურ გამოწვევებზე ბრძოლას, რომლის წინაშეც ქვეყანა და რეგიონი დგას. საუბარია როგორც ეკონომიკურ საკითხებზე, ასევე პანდემიასთან და სამუშაო საკითხებთან დაკავშირებით. ამ საკითხებზე მსჯელობა სწორედ პარლამენტში უნდა მიმდინარეობდეს. დარწმუნებული ვარ, გზას მალე ვიპოვოთ. პრობლემას მალე გადავლახავთ.” – აღნიშნა კუჭავამ.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტარებმა, საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმების მიღწევაზე უარის თქმის შემდეგ, ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს.

ისინი წუხილს გამოთქვამენ, რომ საქართველოს პოლიტიკური ლიდერები არ დათანხმდნენ ევროკავშირის მედიატორის, კრისტიან დანიელსონის შეთავაზებას და საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობების მხრივ მოსალოდნელ შედეგებზე საუბრობენ.

დამნაშავეა როგორც მმართველი, ისე მთავარი ოპოზიციური პარტიები, განსაკუთრებული პასუხისმგებობა ეკისრება ხელისუფლებაში მყოფ პარტიას: ევროპარლამენტარები

კომპრომისზე უარის თქმის შემდეგ, საქართველოს ლიდერები არ უნდა მოელოდნენ ევროკავშირის მხრიდან ჩვეულ საქმიანობასთან დაბრუნებას: ევროპარლამენტარები

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები