მაღაზია „Marks and Spencer” მომხმარებელს ახალ, საზაფხულო, კოლექციას სთავაზობს.
როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას მაღაზიის მენეჯერმა აღნიშნა, ახალ კოლექციაში შედის როგორც ქალის, ასევე მამაკაცის ტანისამოსი, მათ შორის წარმოდგენილია კლასიკური ხაზიც, დიდი არჩევანია საცურაო კოსტიუმებზეც.
„Marks and Spencer” ბრიტანული ბრენდია, შესაბამისად პროდუქციაც ბრიტანეთიდან ჩამოდის.
მაღაზიას ამჟამად, მხოლოდ ერთი ფილიალი აქვს, სურვილის შემთხვევაში მიაკითხეთ სავაჭრო ცენტრ ”თბილისი მოლს”.