LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საზღვართან ვითარება დაძაბულია – აზერბაიჯანი და სომხეთი აცხადებენ, რომ შეტაკებებს 100-მდე ჯარისკაცი ემსხვერპლა

94
09860000-0aff-0242-64dd-08da95d6f2a1_w1200_r1
მთავარ სლაიდზე ფოტო: ერევანი, სამხედრო ჰოსპიტლის წინ, შეტაკების დროს დაჭრილი სამხედროების ნათესავები იმყოფებიან

 

აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე მომხდარ შეტაკებებს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მხრიდან, 100-მდე ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. სომხეთმა განაცხადა, რომ მისი სულ მცირე 49 ჯარისკაცი დაიღუპა, აზერბაიჯანის ინფორმაციით კი მისი დანაკარგი 50 ჯარისკაცს შეადგენს.

სომხეთის თავდაცვის უწყების თანახმად, აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე, ვითარება დაძაბული რჩება.

როგორც სამინისტროს პრესმდივანმა, არამ ტოროსიანმა აღნიშნა, ვითარების სტაბილიზებაზე ლაპარაკი ნაადრევია, მაგრამ ადრინდელთან შედარებით სროლა მნიშვნელოვნად შესუსტდა.

მხარეები პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.

სომხეთმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე რამდენიმე ქალაქი, მათ შორის ჯერმუკი, გორისი და კაპანი დაბომბეს და მათ აზერბაიჯანის „მასშტაბურ პროვოკაციას“ უპასუხეს.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი, თავის მხრივ, განაცხადა, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა „მასშტაბური პროვოკაცია“ მოაწყო, რომლის დროსაც ტერიტორიის ნაწილი დანაღმა და აზერბაიჯანის სამხედრო პოზიციებს ცეცხლი გაუხსნა.

მოგვიანებით რუსეთმა განაცხადა, რომ მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა უზრუნველყო, თუმცა შეტაკებების გაგრძელების შესახებ ინფორმაციას კვლავ ვრცელდებოდა, მხარეები კი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებდნენ.

მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით დღეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა იგეგმება.

 

 

პოპულარულები