LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,საზოგადოებას 1 კვირაში საბოლოო გადაწყვეტილებას ვაცნობებთ…ეს იქნება ან ცალკე გუნდი, ან შეიძლება იყოს ნიკასთან [გვარამიასთან] ერთად” – ნიკა მელია

229
befunky-collage-2024-02-23t015143.002-2024-02-23_01-51-50_602305

საზოგადოებას 1 კვირაში საბოლოო გადაწყვეტილებას ვაცნობებთ…ეს იქნება ან ცალკე გუნდი, ან შეიძლება იყოს ნიკასთან [გვარამიასთან] ერთად, – აღნიშნულის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ,,ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია ,,მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში ,,ღამის მთავარი” აცხადებს.

მისივე თქმით, ნიკა გვარამიასთან წლების ურთიერთობა აკავშირებს.

,,მაქსიმუმ ერთ კვირაში, ჩვენ ყველანი, საბოლოო გადაწყვეტილებას საზოგადოებას ვაცნობებთ. ეს იქნება ან ცალკე პოლიტიკური გუნდი, ან შეიძლება იყოს ნიკასთან [გვარამიასთან] ერთად, ან შეიძლება იყოს უფრო ფართოდ წარმოდგენილი ერთობა, თუმცა ერთ კვირას ნამდვილად აღარ გადასცდება.

მარტის პირველი დღეებიდან, კამპანია, რომელიც გულისხმობს ამ ქვეყნის გათავისუფლებას, გადაჭარბების გარეშე, იმ მოძალადეებისგან და კორუმპირებულებისგან, არის დასაწყები.

მე მასთან [ნიკა გვარამიასთან] წლებია მაკავშირებს ურთიერთობა, მიუხედავად იმისა, რომ სხვა პლატფორმაზე იყო და ახლა შემოდის როგორც სუბიექტი პოლიტიკურ ველზე, ახლა სულ სხვა დატვირთვა ექნება და მჯერა, რომ ის ძალიან მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. ასე მჯერა. ჩვენი ურთიერთობა ძირითადად ყოველთვის იყო ძალიან პოზიტიური და მე მჯერა, რომ ეს ასეც იქნება…

მე პირადად მასთან თანამშრომლობის, მათ შორის გაერთიანების ფარგლებში, პრობლემა არ მაქვს და არც მას. ბევრი საერთო რამ გვაქვს და ვცდილობ, რომ ეგოისტურად არ შევხედო… მე მინდა დავრწმუნდე, რომ ეს ერთობა იქნება მყარი”, – აცხადებს ნიკა მელია.

წყარო: ,,მთავარი არხი”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები