საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან ინსტალაცია დადგეს, რომლის ავტორიც გიორგი გაგოშიძეა. ინსტალაციაზე მოამბის ეთერში მყოფი საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი ვასილ მაღლაფერიძეა გამოსახული. ეთერს კი ფონად გასდევს წარწერა – “All is good news. All is good” [ყველა ამბავი კარგია, ყველაფერი კარგადაა]
On.ge-სთან ავტორი გაგოშა აღნიშნავს, რომ მან საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობის ზოგადი პრინციპი ასახა და ეს ნამუშევარი რომელიმე კონკრეტულ ამბავს არ უკავშირდება.