ყაზახურმა ავიაკომპანია SCAT Airlines-მა ფრენების განხორციელება ახალი მიმართულებით დაიწყო. რეგულარული ფრენები აქტობე-თბილისი-აქტობეს საჰაერო ხაზზე სრულდება.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაკომპანია SCAT Airlines-ის მიერ წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, რეისები თბილისსა და აქტობეს შორის, მიმდინარე წლის 22 აგვისტოდან 24 ოქტომბრის ჩათვლით, კვირაში 1 სიხშირით (კვირა) განხორციელდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ყაზახური ავიაკომპანიისთვის აღნიშნული მიმართულებებით ოპერირების ნებართვა 18 აგვისტოს მიენიჭა.