სელინ დიონმა ლას ვეგასის რეზიდენტის ამპლუაში, მორიგი კონცერტი გამართა. საღამოს ყველაზე ემოციურ და დასამახსოვრებელ მომენტად, კანადელი შემსრულებლის პატარა თაყვანისმცემლის, ანჯალი სინის პერფორმანსი იქცა.
საქმე ისაა, რომ ყველასთვის მოულოდნელად, 50 წლის შემსრულებელმა 7 წლის გოგონა სცენასთან მიიხმო და მას ათასობით მსმენელის წინაშე სიმღერის საშუალება მისცა. პატარას, რომელმაც კუმირის 2002 წლის აბსოლუტური ჰიტი I Surrender შეასრულა, დარბაზი ფეხზე წამოუდგა.
მეტიც, ლეგენდარული მუსიკოსი გოგონას ვოკალმა ისე აღაფრთოვანა, რომ მის წინ გაწვა და ის კოცნით დააჯილდოვა.
,,ჩემი ოცნება ახდა!”, – დაწერა ,,ინსტაგრამზე” ანჯალიმ.
შეგახსენებთ, რომ სელინ დიონი თავისი მეორე საკონცერტო რეზიდენციით, Celine, საღამოებს ლას-ვეგასში, 2011 წლიდან მართავს.