ეროვნულმა ბანკმა დოლარის მორიგი შესყიდვა განახორციელა.
დღეს, ანუ 2018 წლის 24 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე, სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
ბანკის ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6617 შეადგინა.
