ამერიკულ ქალაქ სანტა-ანაში უჩვეულო ავარია მოხდა: თეთრი ნისანის მძღოლი სტომატოლოგიურ კლინიკას შეასკდა. საინტერესო ის არის, რომ სამედიცინო დაწესებულება 2 სართულინი შენობის მეორე სართულზე იყო. ინფორმაციას პოლიციის ადგილობრივი განყოფილება ავრცელებს.
სამართალდამცავ ორგანოებში აცხადებენ, რომ მძღოლი საერთო სარგებლობის გზებზე დიდი სისწრაფით მოძრაობდა, რის შედეგადაც ჯებირს შეეჯახა. შედეგად სედანი გადაფრინდა და სტომატოლოგიურ კლინიკაში გაჩერდა.
პოლიციაში აღნიშნეს, რომ მძღოლმა ნარკოტიკების გამოყენება აღიარა.