სელენა გომესი ახალგაზრდული სერიალის პროდიუსერი გახდება. დასავლური ტაბლოიდების თქმით, პროექტი FOX-ის ხმაურიანი სერიალის, „იმპერიის“ მსგავსი იქნება.
სიუჟეტი 18 წლის გოგონას გარშემო განვითარდება, რომელიც ღარიბ ლათინოამერიკულ უბანში ცხოვრობს და ვარსკვლავობაზე ოცნებობს. ამისთვის კი ყველაფერზე მიდის.
ერთ-ერთი მთავარი პროდიუსერი სელენასთან ერთად, აარონ კაპლანი იქნება. პროექტის ბევრი დეტალი ამ დროისთვის გასაიდუმლოებულია.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ სელენა გომესი “ინსტაგრამის” ყველაზე პოპულარულ ვარსკვლავად დასახელდა (იხ. ბმული).