პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი კორონავირუსით გარდაცვლილ მე-14 პაციენტზე ამბობს, რომ სეფსისის ცენტრიდან იყო. ასევე აღნიშნავს, რომ 68 წლის მამაკაცი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
„გარდაიცვალა პაციენტი ჩვენს კლინიკაში, 68 წლის მამაკაცი, რომელიც გადმოყვანილი იყო სეფსისის ცენტრიდან. იქ მკურნალობდა დაახლოებით 4-5 დღე „კოვიდით“. დინამიკიში გამოიხატა სუნთქვის უკმარისობა. შემოყვანისთანავე იყო მართვით სუნთქვაზე, ჰემოდინამიკა იყო დარღვეული, ანამნეზში ჰქონდა არტერიული ჰიპერტენზია და გულის უკმარისობა. ჩატარებული მკურნალობა აღმოჩნდა უშედეგო და სამწუხაროდ, პაციენტი გარდაიცვალა“,-განაცხადა ლევან რატიანმა “პირველ არხთან”.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსისგან მეთოთხმეტე პაციენტი გარდაიცვალა.
საქართველოში კორონავირუსით მე-14 პაციენტი დაიღუპა
