27 წლის სელენა გომესი ჟურნალ Dazed-ის მთავარი გმირი გახდა. მომღერალმა, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ, ალბომი Rare გამოუშვა, ჟურნალის ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა და ცხოვრებისეულ პრობლემებზეც ისაუბრა.
2012 წელს პოპ-მომღერალს დაავადება „მგლურას“ დიაგნოზი დაუსვეს, 2017 წელს კი თირკმლის ტრანსპლანტაცია ჩაუტარდა. ვარსკვლავის განცხადებით თითოეულმა სირთულემ ის უფრო ძლიერი და ამტანი გახადა.
„არსებობს მთელი რიგი მოვლენები, რომლებიც ჯობდა ჩემს თავს არ მომხდარიყო, თუმცა მათ გარეშე ვერ გავხდებოდი ისეთი, როგორიც ახლა ვარ” – აცხადებს გომესი.