ქართულმა მობილურმა ოპერატორმა სელფი მობაილმა, რომელიც 1.3 მილიონ აბონენტს ემსახურება, Vodafone Group-თან ისტორიული პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმა. ეს თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია საქართველოს ტელეკომ ბაზრის განვითარებისთვის, რაც მომხმარებლებისთვის გაუმჯობესებულ სერვისებში აისახება.
Vodafone ევროპისა და აფრიკის წამყვანი სატელეკომუნიკაციო ოპერატორია, რომელიც მობილურ და ფიქსირებულ მომსახურებას უწევს, ჯამში, 300 მლნ-ზე მეტ ადამიანს. Vodafone, მობილური სერვისის თვალსაზრისით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ორგანიზაციაა.
Vodafone-თან პარტნიორობა მოიცავს ტექნოლოგიური ცოდნის გაზიარებას, საოპერაციო ეფექტურობის გაუმჯობესებას და ინოვაციების განვითარებას. სელფი მობაილმა, შეთანხმების ფარგლებში, ადგილობრივ ბაზარზე პირველმა დანერგა Vodafone-ის მსოფლიოში ცნობილი ლოიალობის პროგრამა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ექსკლუზიურ ფასდაკლებებსა და სპეციალურ შეთავაზებებს გლობალურ ბრენდებზე, მათ შორისაა Wolt, FiiT, SixT, Surfshark და სხვ.
ლოიალობის პროგრამით სარგებლობა უმარტივესია – სელფი მობაილის მობილურ აპლიკაციაში შესაბამის ღილაკზე დაჭერით მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი ხდება: შეთავაზებები საკვებ ობიექტებში, ფასდაკლებები მაღაზიებში და სხვადასხვა მომსახურებაზე, მათ შორის პოპულარულ აპლიკაციებზე, აქციები საუკეთესო ბრენდებზე, გასართობი ღონისძიებების ბილეთებზე, სამოგზაურო შეთავაზებებზე და ა.შ. ლოიალობის პროგრამას ბენეფიტები და ობიექტების ჩამონათვალი მუდმივად ემატება.
„მოხარულები ვართ, რომ Vodafone-თან პარტნიორობის შედეგად, სელფი მობაილის მომხმარებლებისთვის ვნერგავთ მსოფლიოში აღიარებულ ლოიალობის პროგრამას. ეს პროგრამა არა მხოლოდ საგრძნობლად აუმჯობესებს მომხმარებლის ყოველდღიურ გამოცდილებას, არამედ ქმნის ახალი შესაძლებლობების ეკოსისტემას, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივ და გლობალურ საჭიროებებს. მინდა მადლობა გადავუხადო კოლეგებს Vodafone-იდან შესანიშნავი დასაწყისისთვის და მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის ახალ საფეხურზე გადასვლას,“ – განაცხადა სელფი მობაილის კომერციულმა დირექტორმა მარიამ კოპაძემ.
(R)