LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

583
სელფი მობაილი

სელფი მობაილმა კომუნიკაციების კომისიის (ComCom) აუქციონში წარმატებით გაიმარჯვა და ქსელის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, 2100 მჰც და 2600 მჰც დიაპაზონებში ახალი სიხშირული რესურსი მიიღო. ხსენებული სიხშირეების შეძენა არის დამატებითი ინვესტიცია, რაც საგრძნობლად გააუმჯობესებს ქსელს და შედეგად, კომპანია მომხმარებლებს კიდევ უფრო ხარისხიან კავშირს შესთავაზებს.

სელფი მობაილს ქსელის განვითარება წელს N1 პრიორიტეტად აქვს დასახული – აპრილიდან დღემდე, 132 ახალი სადგური დაამატა, 85-ს კი სრული მოდერნიზება ჩაუტარა, რამაც ინტერნეტის სიჩქარე უკვე გაზარდა 25%-ით, ხოლო ქსელის გამტარუნარიანობა 32%-ით.

სელფი მობაილის CEO, როსტომ ტალახაძე: „სელფი მობაილი აგრძელებს ქვეყნის მასშტაბით ინფრასტრუქტურის განვითარებას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფაზე ზრუნვას. ჩვენი მიმართვის საფუძველზე, კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში, ყველა ლოტი, რომელიც გვჭირდებოდა ქსელის შემდგომი სრულყოფისთვის, წარმატებით მოვიპოვეთ. ახალი სიხშირული რესურსის მიღება მნიშვნელოვანი ნაბიჯია თანამედროვე, საიმედო და ძლიერი ქსელის შესაქმნელად. ჩვენთვის თითოეული მომხმარებლის კომფორტი და გამოცდილება უმნიშვნელოვანესია და დარწმუნებული ვარ, ამ სიახლის შედეგებს ისინი მალე იგრძნობენ. მადლობა მინდა გადავუხადო კომისიას ეფექტური თანამშრომლობისთვის და მხარდაჭერისთვის, რომელმაც ეს წინსვლა შესაძლებელი გახადა. ასევე, გულითადი მადლობა სელფის გუნდის ყველა წევრს, ვინც იმუშავა ამ მნიშვნელოვან პროექტზე.”

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g