მედია სელინ დიონისა და ახალგაზრდა მამაკაცის რომანზე ალაპარაკდა. საინტერესოა, რომ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ეს პირველი შემთხვევააა, როცა კანადელი ვარსკვლავი ახალ რჩეულთან ერთად გამოჩნდა. გაირკვა, რომ 50 წლის შემსრულებელი 35 წლის ესპანელ ილუსტრატორსა და მოცეკვავეს, პეპე მუნიოზს ხვდება.
ამ დღეებში, წყვილი ერთად პარიზის მოდის კვირეულზე გადაიღეს. მართალია, ინფორმაცია ოფიციალურად არც ერთ მხარეს არ დაუდასტურებია, თუმცა, ინსაიდერის თქმით, ლეგენდარული მუსიკოსი ფიქრობს, რომ ამაზე საუბარი ჯერ ადრეა.
შეგახსენებთ, რომ სელინ დიონის მეუღლე, რენე ანჟელილი რომელზეც მან 1994 წელს იქორწინა, 2016 წელს, სიმსივნით გარდაიცვალა. თანამედროვე შოუბიზნესში მათი კავშირი, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და სამაგალითო იყო.