მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის წინ, სელინ დიონმა ახალი ალბომის გამოსვლისა და მომავალი მსოფლიო ტურნეს შესახებ განაცხადა, კანადელი შემსრულებლის შესახებ, ცნობილი კიდევ ერთი სიახლე გახდა.
სელინ დიონმა ახალი ალბომი და მსოფლიო ტურნე დაანონსა (ფოტო)
გაირკვა, რომ 51 წლის მომღერალი უმსხვილესი ფრანგული კოსმეტიკური კომპანიის, L’Oréal-ის სახე გახდა.
აღსანიშნავია, რომ ლეგენდარული არტისტისთვის სილამაზის სამყაროში ეს პირველი სერიოზული კონტრაქტია.
სელინის დებიუტს კომპანია Excellence Hair Color-ის სატელევიზიო სარეკლამო კამპანიის ფარგლებში, მიმდინარე თვის განმავლობაში გეგმავს.