LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სემეკმა მოქალაქეებს უსაფუძვლოდ დარიცხული 600 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

596
სემეკ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2023 წლის იანვრიდან დღემდე მოქალაქეებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კომუნალური კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული თანხები ჩამოაწერა, ჯამში, 621 972 ლარის ოდენობით.

მიმდინარე წლის განმავლობაში კომუნალური კომპანიების წინააღმდეგ სემეკს 1904 მოქალაქემ მიმართა, რომელთა საჩივრებიც უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, ხანდაზმულ დავალიანებებს, გამანაწილებელ ქსელებზე მიერთების პროცედურებსა და ვადებს შეეხებოდა. კომისიის გადაწყვეტილებებით, მოქალაქეთა მოთხოვნები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დაკმაყოფილდა.

სემეკი შეახსენებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს, თუ  ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას კომუნალური მომსახურების კომპანიების მხრიდან, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. კონსულტაციების მიღება შესაძლებელია როგორც ქოლცენტრში ნომერზე 16 216, ასევე, სემეკის Facebook გვერდზეც.  სემეკისთვის განცხადებით მომართვა შესაძლებელია ელექტრონული ფორმითაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g