LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სემეკმა „სოკარ ჯორჯია გაზი“ მომარაგების წყვეტაზე მომხმარებელთა ინფორმირების ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 50 000 ლარით დააჯარიმა

664
სემეკი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 000 ლარით დააჯარიმა. დაჯარიმების საფუძველს სემეკის რეგულაციის – მომსახურების ხარისხის წესების დარღვევა წარმოადგენს.

მიმდინარე წლის 5 მაისს, სემეკში შევიდა მოქალაქის განცხადება, რომელიც შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ მიერ სოფელ სართიჭალაში აბონენტებისთვის გაზმომარაგების გაუფრთხილებლად შეწყვეტას შეეხებოდა. სემეკის მიერ აღნიშნული საკითხის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ „კომერციული მომსახურების ხარისხის წესების“ მოთხოვნებთან შეუსაბამოდ, შპს „სოკარ ჯორჯია გაზმა“ სემეკის ადმინისტრირებით შექმნილ ელექტრონულ ჟურნალში გეგმური წყვეტის შესახებ ინფორმაცია მიზანმიმართულად დარღვევებით დააფიქსირა და არ შეასრულა გეგმური წყვეტის თაობაზე მომხმარებელთა ინფორმირების ვალდებულება.

შპს „სოკარ ჯორჯია გაზს“ მიეცა გაფრთხილება, რომ მსგავსი დარღვევის განმეორებით დაფიქსირების შემთხვევაში დაკისრებულ ჯარიმას სამმაგი ოდენობით გადაიხდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g