სენაკში, ნოქალაქევთან, მდინარე ტეხურში 22 წლის ბიჭი დაიხრჩო.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ მოხდა. არსებული ცნობითვე ახალგაზრდა მამაკაცმა წყლიდან ამოყვინთვა ვერ შეძლო.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.