LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სენაკში რაგბის მუზეუმი გაიხსნა

162

სენაკში დავით კილასონიას თაოსნობით რაგბის მუზეუმი გაიხსნა.

ექსპონანტებს შორისაა საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველი მაისური (1989), პირველი სამკერდე ნიშანი, პირველი ჰალსტუხი და სხვა მრავალი რელიკვია, რომლებიც უკავშირდება დამოუკიდებლობის პერიოდს, მეტადრე კი ბორჯღალოსნების პირველ ნაბიჯებს საერთაშორისო ასპარეზზე.

მუზეუმში მრავლადაა სხვადასხვა ქვეყნიდან წლობით ჩამოტანილი სუვენირი, ლიტერატურა და ფოტო-მასალა, ერთი კუთხე კი სამეგრელოს რაგბის ისტორიას, მის წარსულსა და აწმყოსაც ეთმობა.
დავით კილასონია გახლავთ “ღირსების ორდენისა და ღირსების მედლის კავალერი, საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწე და დამსახურებული მწვრთნელი, სსრკ ნაკრების წევრი და საბჭოთა კავშირის პროფკავშირული ნაკრების მწვრთნელი.

საქართველოს ეროვნული ნაკრების დამფუძნებელი და მისი პირველი მთავარი მწვრთნელი; საბჭოთა რაგბის ისტორიაში ევროპის “ერთა თასის” პირველი პრიზიორი; საკავშირო თასის მფლობელი და ჩემპიონატის სამგზის პრიზიორი; საქართველოს რაგბის კავშირის (სრკ) დე-ფაქტო თავკაცი სახელმწიფო მწვრთნელის რანგში; სსრკ რაგბის ფედერაციის პრეზიდიუმის წევრი; საქართველოს სპორტკომიტეტის სპორტთამაშობათა სამმართველოს უფროსი.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის (სეოკ) ერთ-ერთი დამფუძნებელი და მისი აღმასკომის წევრი; სეოკ-ის სპორტის ეროვნულ სახეობათა კომისიის თავმჯდომარე; სეოკ-ის კომერციული დირექტორი.

 

senakis_muzeumi_instory2

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g