LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სენატორები ჩამოდიან საჩვენებლად, რომ ამერიკა აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, ეს არის ორპარტიული მხარდაჭერა: კელი დეგნანი

59
კელი დეგნანი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი სენატორ ჯინ შაჰინის ხელმძღვანელობით, საქართველოში კონგრესის დელეგაციის სტუმრობას ეხმიანება და აცხადებს, რომ „სენატორების ვიზიტი აჩვენებს იმას, რომ ამერიკა აგრძელებს საქართველოს და ჩვენი პარტნიორობის მხარდაჭერას“.

დეგნანის განცხადებით, „ეს არის გრძელვადიანი პარტნიორობა, რამდენადაც საქართველო ავითარებს დემოკრატიას და ეს პროცესი გრძელდება“.

ამერიკელი სენატორები საქართველოში დღეს ჩამოდიან

„კოვიდის“ გამო მცირეხნიანი პაუზა გვქონდა ვიზიტებში, მაგრამ სენატორებმა გამოთქვეს ჩამოსვლის სურვილი, რომ გაეცნონ როგორ ვითარდება საქართველოში მოვლენები. ძალიან ბევრი საკითხი იქნება განსახილველი. ეს არის ორპარტიული მხარდაჭერა, რასაც აჩვენებს სენატორი შაჰინი და სენატორი პორტმანის ვიზიტი. ძალიან მაღალია ინტერესი მათი ვიზიტის მიმართ. როდესაც ისინი დაბრუნდებიან შტატებში, ბევრი შეხვედრა ექნებათ, როგორც მთავრობის წარმომადგენლებთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციის ლიდერებთან. რა თქმა უნდა, ფოკუსში იქნება განგრძობადი რუსული აგრესია, საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია, რაც კვლავ რჩება ამერიკისთვის მნიშვნელოვან საკითხად და იწვევს, როგორც საქართველოს, ასევე ჩვენს შეშფოთებას. საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი იქნება და ვფიქრობ, ისინი დაინტერესებულნი არიან, რას აკეთებს საქართველო დემოკრატიული განვითარებისთვის და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის, რომლისკენ სწრაფვაც რჩება ისე ძლიერი, როგორც არასდროს“, – განაცხადა დეგნანმა.

სენატორების ვიზიტი მეგობარი ქვეყნიდან მხარდაჭერის არაორაზროვანი გზავნილია: ხვიჩია

კელი დეგნანი „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, დადებითად აფასებს და ამბობს, რომ „მნიშვნელოვანია, რომ პარტიებმა პარლამენტში ერთად იმუშაონ“. დეგნანი იმედოვნებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის გადაწყვეტილებას მიიღებენ.

„კარგია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უერთდება პარლამენტს. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი ნიშანია იმისა, რომ პარტიები პარლამენტში ერთად მუშაობენ, რისკენაც ჩვენ მოვუწოდებდით მათ უკანასკნელი შვიდი თვის განმავლობაში. ყველა პარტიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო თავის ამომრჩევლებსა და მხარდამჭერებზე დაყრდნობით.

ჩვენ იმედგაცრუებულები ვიყავით, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვეტილება მიიღო, ხელი არ მოეწერა შეთანხმების დოკუმენტისთვის. ვიმედოვნებ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები გადაწყვეტენ დოკუმენტზე ხელმოწერას, უზრუნველყოფენ, რომ შეთანხმების პუნქტები ასახული იქნება კანონმდებლობაში და შემდეგ იქნება დანერგილი. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვენელოვანია, ეს არ არის მხოლოდ შეთანხმება, რომელსაც ხელი მოეწერა 19 აპრილს. მას სჭირდება საკანონმდებლო ასახვა და შემდეგ იმპლემენტაცია, რათა უზრუნველყოფილი იქნას რეალური ცვლილებები, მათ შორის უკეთესი არჩევნებისა და სასამართლო სისტემის მიმართულებით. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს მოაწერს დოკუმენტს, შევლენ პარლამენტში და იმუშავებენ კონსტრუქციულად მმართველ პარტიასთან და ოპოზიციურ პარტიებთან“, – განაცხადა კელი დეგნანი.

mazda magti 5g