“გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩია ამერიკელი კონგრესმენების საქართველოში ვიზიტს აფასებს და სტუმრობას მხარდაჭერის არაორაზროვან გზავნილს უწოდებს.
ამერიკელი სენატორები საქართველოში დღეს ჩამოდიან
ხვიჩია იმ საკითხებზე საუბრობს, რომელზეც სენატორებთან შეხვედრის დროს გაამახვილებს ყურადღებას:
“პირველ რიგში, ეს მეგობარი ქვეყნიდან მხარდაჭერის არაორაზროვანი გზავნილია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. იმის შეხსენება, რომ ჩვენს მეგობარს ვახსოვართ და ამ ქვეყნის ბედი აღელვებს, ძალიან საინტერსეოა.
“ჩვენ ჩვენს მოსაზრებას ვეტყვით სტუმრებს იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი მხარე როგორ მოქმედებს შარლ მიშელის დოკუმენტთან მიმართებაში. ამავდროულად, გამოვთქვამთ მოსაზრებას იმ მტკივნეულ საკითხზეც, რასაც ამნისტიის საკითხი ჰქვია, სადაც მხარეებმა კონსენსუსს ვერ მიაღწიეს და “ნაციონალური მოძრაობაც” თავის მთავარ არგუმენტად ამას ასახელებს. კარგი იქნებოდა მეგობრების მხრიდან მოსმენა ამ ნაწილის განმარტების შესახებ.” – თქვა ხვიჩიამ.
შეგახსენებთ, ამერიკელი სენატორები საქართველოში დღეს ჩამოდიან. ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი ქვეყანასი 4 ივნისამდე დარჩებიან. ისინი პოლიტიკურ სპექტრს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდებიან და საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრებენ.