ამერიკელი მსახიობი სინტია ნიქსონი, რომელიც მირანდა ჰობსის როლს ასრულებს სერიალში “სექსი დიდ ქალაქში”, ნიუ-იორკის გუბერნატორის პოზიციაზე საბრძოლველად საკუთარი კანდიდატურის დაყენებას გეგმავს. ამის შესახებ გამოცემა Wall Street Journal წერს.
ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, ნიქსონი “პროგრესული იდეების მქონე კანდიდატია”.
მას შეუძლია კონკურენცია გაუწიოს შტატის ამჟამინდელ გუბერნატორს ენდრიუ კუომოს.
„ის არასტანდარტული კანდიდატია პერსპექტიული უნარებით, რომელსაც ხალხის გამხნევება შეუძლია“, – აღნიშნავს ხარისხიანი განათლების ადვოკატირების ჯგუფის ხელმძღვანელი.
გაზეთის ინფორმაციით, 51 წლის მსახიობ ქალს ლიბერალები დაუჭერენ მხარს.