LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სექსუალურ შევიწროებაში “ქართული ოცნების” კიდევ ერთ დეპუტატს ადანაშაულებენ

943
ნარინე 2

ილია ჯიშკარიანის შემდეგ, “ქართული ოცნების” კიდევ ერთი დეპუტატი, რომელიც სექსუალურ შევიწროებაში საჯაროდ ამხილეს, ნინოწმინდისა და ახალქალაქის მაჟორიტარი ენზელ მკოიანია. 

ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის „პაროსის“ დამფუძნებელი ნარინე გისონიანი ამბობს, რომ მას მეგობრის საშუალებით ჯერ მეგობრობა შეუთვალა, შემდეგ კი საყვარლობა. 

ველოდი მეორე დღეს მოვიდოდა და ბოდიშს მომიხდიდა-ილია ჯიშკარიანი თამთა თოდაძეზე

რატომ ვწევარ მე ლოგინში? მე განაჩენი გამომიტანეს ფემინისტებმა, ამ რადიკალებმა და ლიბერალებმა

„წლების წინ ნინოწმინდის საბავშვო ბაღების გაერთიანების უფროსი ვიყავი. სამსახურიდან გამომდინარე ხშირად მიწევდა ჩვენს მაჟორიტართან საქმიანი შეხება. ერთ-ერთ მორიგ შეხვედრაზე, როგორც ჩანს მოვეწონე და ჩემს უახლოეს მეგობარს უთხრა, ნარინესთან დამეგობრება მინდაო, მერე უფრო

კონკრეტულად შემომითვალა, საყვარლობა. რა თქმა უნდა მის შემოთავაზებებს, ყოველთვის უარით ვპასუხობდი, ისევ ჩემი მეგობრის საშუალებით. ბოლოს თვითონ დაიწყო ჩემს ტელეფონზე დარეკვა.“ – ამბობს ნარინე გისონიანი.

როგორც კავშირი „საფარის“ ადვოკატი თეა თადეიშვილი ამბობს, ენზელ მკოიანი ნარინე გისონიანს

ინტიმური ურთიერთობების სანაცვლოდ, ბინის გარემონტებას, საზღვარგარეთ მოგზაურობასა და ახალ ავტომობილს შეძენას ჰპირდებოდა.

მაჟორიტარის შეთავაზებებზე უარს მუქარა მოჰყვა. როგორც ნარინე ამბობს, მკოიანის ზარები 2016 წელს შეწყდა. ამ ამბიდან რამდენიმე თვეში, ქალბატონის საქმიანობით სამართალდამცველები დაინტერესდნენ.

„გმირობაა იცავდე ქალზე „მოძალადეს“- განო მელითაური მარიამ კუბლაშვილზე

,,იგერიებდე ამდენ აგრესიას ,მხოლოდ იმიტომ,რომ საკუთარ საქმეს მაღლ დონეზე ასრულებ!"

ჯერ ბაღების კუთვნილი ბენზინის გაყიდვას, შემდეგ ახლა კი თანხების გაფლანგვას ედავებიან. ქალბატონის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

ნარინე ამბობს, რომ მისი ისტორია რეგიონში ბევრმა იცის, თუმცა ყველა თავს იკავებს ფაქტების დადასტურებისგან.

ბრალდებებს პასუხობს ენზელ მკოიანიც.

„მას ყველაფრის თქმა შეუძლია. ამ ქალს შვიდი წელია 100 მეტრიც არ მივახლოვებივარ. როგორც მახსოვს არც დამირეკავს. ის ტყუის, ის უბრალოდ ღელავს იმ ფულზე, რომელიც მან მოიპარა და გაფლანგა.

ამ ქალს ჩემს წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ აქვს. ყველაფერს იტყუება. გინოსიანი ამ ყველაფერს პოლიტიკური მიზნებისთვის აკეთებს, ის ნაციონალური მოძრაობიდანაა. “ -ამბობს მკოიანი.

 

 

magti 5g