მსახიობი ემილია კლარკი ამჯერად ჰოლივუდში, Grauman’s Chinese-ის კინოთეატრში გამოჩნდა, სადაც საკულტო სერიალის „სამეფო კარის თამაშების“ მორიგი სეზონის პრემიერა შედგა. ფოტოგრაფების ყურადღება სწორედ 29 წლის ვარსკვლავისკენ იყო მიმართული, რომელიც ბრწყინავდა ფოტოგრაფებთან Christian Louboutin-ის კაბაში. ყვავილოვანი პრინტით გაფორმებული დეკოლტირებული კაბა კიდევ უფრო მეტად უსვამდა ხაზსს მსახიობის სექსუალურობას.
ფოტოებიდან აღსანიშნავია ის, რომ ემილია კლარკმა კვლავ შეიღება თმები ყავისფრად, სერიალში ის ქერა თმას ატარებს. ასევე კლარკი საგრძნობლადაა მომატებული წონაში, რაც ყველა ფოტოდან ჩანს. ამის მიუხედავად ემილია წითელი ხალიჩის დედოფალი იყო.