LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისთვის ბრალდებული გოგი წულაიას ნაწილობრივ გამამართლებელ განაჩენს, პროკურატურა სააპელაციოში გაასაჩივრებს

105
გოგი წულაია 1

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს, რომლითაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისთვის ბრალდებული პოლიტიკოსი, გოგი წულაია ნაწილობრივ გამართლდა, პროკურატურა არ ეთანხმება.

ვიდეო: სად ნახეთ ძალადობა, გაფიცებთ ყველაფერს… ვთხოვე კოცნა და რა? ჩამეინგრა ქვეყანა?: გოგი წულაია

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პროკურატურა გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს:

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2021 წლის 16 მარტს, გ.წ.-მ მისი პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე, მოლაპარაკებაში დახმარების მიზნით, ა.დ.-ს თბილისში დაგეგმილ შეხვედრაზე გაყოლა სთხოვა.

თბილისში ჩამოსვლის შემდგომ, გ.წ.-მ დაზარალებულს ნაქირავებ ბინაში ღამე დარჩენა შესთავაზა, სადაც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა გ.წ.-მ დაზარალებულის მიმართ ძალადობით სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა. აღნიშნული ძალადობის შედეგად დაზარალებულმა სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიიღო.

გ.წ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა, დამნაშავედ იქნა ცნობილი 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და სასჯელის სახედ და ზომად 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

ბრალდების მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და განაჩენს სააპელაციო სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს“, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, გოგი წულაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით 2021 წელს წარუდგინეს, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.

სამართალდამცველებმა წულაია 2021 წლის 19 მარტს დააკავეს.

თავდაპირველად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ძალადობას გულისხმობს.

გამოძიების ინფორმაციით, წულაიამ ნაქირავებ ბინაში ნაცნობ ქალზე იძალადა.

ნაქირავებ ბინაში, ნაცნობ ქალზე ფიზიკურად იძალადა – შსს წულაიას დაკავებაზე

წულაია ოთხთვიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ კი 6 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

გოგი წულაია გაათავისუფლეს

მისი ადვოკატის განცხადებით, ის ამჟამად საქართველოში არ იმყოფება და სხვა ქვეყანაში თავშესაფრის მოთხოვნას გეგმავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g