LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: სად ნახეთ ძალადობა, გაფიცებთ ყველაფერს… ვთხოვე კოცნა და რა? ჩამეინგრა ქვეყანა?: გოგი წულაია

6269
გოგი წულაია 2

პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ პოლიტიკოსი გოგი წულაია „ტვ პირველის“ ეთერში საუბრობს და აცხადებს, რომ მას ქალბატონზე არ უძალადია. მისივე თქმით, ქალის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში, ის ქალს პატიებას სთხოვს იმის გამო, რომ მას კოცნა სთხოვა.

გოგი წულაია გაათავისუფლეს

ვიდეო: გოგი წულაიამ ციხეში 27 დაიკლო, როგორ გამოიყურება პატიმრობიდან გათავისუფლებული პოლიტიკოსი

„მე არასდროს არსად ცხოვრებაში არ მითქვამს, რომ ანგელოზი ვარ და უი რა კაი ვარ. შევცოდე და ვცოდე, მაგრამ ვცოდე უფლის წინაშე და იმის წინაშე… ძალადობა და მისი უფლებები მე არ დამირღვევია.

მისი ჩაწერილია ის, რაც აქვს გამოქვეყნებული [ვიდეო], სადაც ვეუბნები მაპატიე, ბოდიში, მეგობრებად დავრჩეთ, შენი ჭირიმე, შენ გენაცვალე… სად ნახეთ ძალადობა, გაფიცებთ ყველაფერს…

თავიდან ვთხოვე კოცნა და რა? ჩამეინგრა ქვეყანა?“,- აცხადებს გოგი წულაია.

შეგახსენებთ, გოგი წულაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.

სამართალდამცავებმა წულაია 19 მარტს დააკავეს.

თავდაპირველად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ძალადობას გულისხმობს.

გამოძიების ინფორმაციით, წულაიამ ნაქირავებ ბინაში ნაცნობ ქალზე იძალადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები