LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგი წულაია გაათავისუფლეს

175
gogi

პოლიტიკოსი გოგი წულაია პატიმრობიდან გაათავისუფლეს. გავრცელებული ინფორმაციით, ადვოკატი წულაიას გამოსაყვანად უკვე მიდის.

გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე მოსამართლემ გოგი წულაიას ადვოკატის შუამდგომლობა დაააკმაყოფილა და მას 6 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

წულაია 17 მარტს დააკავეს. მას ბრალად ქალის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება ედება, ჩადენილი ძალადობით.

მსხვერპლი ფორმულასთან ყვება, რომ წულაია “ძალადობასა და ჟინის მოკვლას ცდილობდა”.

მისი თქმით, წულაია პატრულის გამოძახებით შეაშინა და ბინიდან გამოქცევა მოახერხა. ქალის თქმით, სხეულზე დაზიანებები აქვს.

წულაია თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ამბობს, რომ პროვოკაცია მოუწყვეს.

წულაიას თავდაპირველად ბრალი 126-ე, ძალადობის მუხლით წარეგდინა. თუმცა 18 მარტს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი 138-ე მუხლად გადაკვალიფიცირდა, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 137-ე მუხლით [გაუპატიურება] გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით.

წულაიას 19 მარტს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები