LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სექტემბერში ტურისტული ვიზიტები 84%-ით აღდგა – როგორია ბოლო 9 თვის მონაცემები

38
ტურისტები

2022 წლის იანვარ-სექტემბერში, პანდემიამდელ, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების 53.8%-ით აღდგა. 9 თვეში სულ 3 892 605 ვიზიტი განხორციელდა. საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების აღდგენამ კი 67.8% (2 704 133 ვიზიტი) შეადგინა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

რაც შეეხება სექტემბრის მონაცემებს, უწყების ცნობით, გასულ თვეში, 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 83.8% იყო, აღდგენილია საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რიცხვიც – 65.3%.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ დღეს საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიის მიმდინარე წლის ანგარიშის პრეზენტაცია წარადგინა.

ტურიზმის 2025 წლის სტრატეგიის მიხედვით, მთავრობა 2025 წლისთვის, საქართველოში, საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების 10 მილიონამდე, ხოლო საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლების 5 მილიარდ დოლარამდე გაზრდას გეგმავს.