კომპანია „ავტო დახმარება ჯუბა“, რომლის საქმიანობაც უკონკურენტოდ დაბალ ფასებსა და მაღალი ხარისხის მომსახურებას ეფუძნება, 20 წლის იუბილეს დარგის ლიდერის სტატუსით ხვდება.
„ავტო დახმარება ჯუბა“ გთავაზობთ ევაკუატორით, სპეცტექნიკით და ავტოამწით ნებისმიერი სახის ავტომანქანისა და დიდი სპეცტექნიკის გადაზიდვას საქართველოს ნებისმიერ კუთხეში და საქართველოს ფარგლებს გარეთაც, ასევე, მანქანის დაქოქვას, საბურავის შეცვლას, საწვავის მიწოდებას და მძღოლის მომსახურებას.
„ავტო დახმარება ჯუბა“ განაგრძობს წინსვლას ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით და არსებულის სრულყოფით ცდილობს საკუთარი წვლილი შეიტანოს დარგის განვითარებაში.
ჯუმბერ ხუხია, კომპანიის „ავტო დახმარება ჯუბა“ დამფუძნებელი და დირექტორი:
– კომპანიის დაარსების იდეა 2004 წლის მიწურულს გამიჩნდა. მაშინ ავტოგადაზიდვების სფერო არ იყო ისე განვითარებული საქართველოში, როგორც დღესაა და გადავწყვიტე, რომ სწორედ ამ მიმართულებით მეშრომა და მებრძოლა.
„ავტო დახმარება ჯუბა“ დღეს უკვე ბევრი ფილიალითაა წარმოდგენილი მთელი ქვეყნის მასშტაბით (განსაკუთრებით დიდი ბაზა გვაქვს სენაკში), რათა გამოძახების ადგილზევე შევძლოთ მომხმარებლის სწრაფად და ხარისხიანად მომსახურება.
მადლობას ვუხდი ჩემს თანაგუნდელებს, რომ ერთგულად და დაუღალავად ვემსახურებით იმ ღირებულებებს, რომლებიც 20 წლის წინ განვსაზღვრეთ. სხვათა შორის, კომპანიაში გვყავს კადრები, რომლებიც დაარსების დღიდან მუშაობენ.
ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ კადრების კვალიფიკაციას – ჩვენი თანამშრომლები ხშირად გადიან გადამზადებას, ახალი კადრები კი, მინიმუმ, 2 თვიან სტაჟირებას გადიან. ჩვენს კომპანიაში დიდი შრომა იდება კადრების სათანადოდ მოსამზადებლად. ჩვენს სფეროში საქართველოს გეოგრაფიულად კარგად ცოდნაა აუცილებელი, იმიტომ, რომ მომხმარებელი საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭულიდან გვირეკავს და მნიშვნელოვანია, რომ არ დაგვაბნიოს ადგილმდებარეობამ და დროულად მომსახურება შევძლოთ. სხვათა შორის, მაშინ, როცა როცა ეს საქმე დავიწყე და საკმარისი კადრი არ მყავდა, იმისთვის, რომ მომხმარებლის მოთხოვნა დროულად დაკმაყოფილებულიყო, მას პირადად მოვემსახურე.
ჩვენს კომპანიაში პასუხისმგებლობა განსაკუთრებულად ფასობს. მოგეხსენებათ, ქალაქში ბევრი ავტომობილი მოძრაობს, მათ შორის საკმაოდ ძვირადღირებულიც, გარდა ამისა, ბევრი სადაზღვევო კომპანია ჩვენთან ხელშეკრულებით მოქმედებს, შესაბამისად, ბაზრის მოთხოვნებს მხოლოდ დიდი პასუხისმგებლობით უნდა მიუდგე, მაღალკვალიფიციური კადრებით მაქსიმალურად უნდა დააზღვიო მოქალაქეების კუთვნილი ავტოტრანსპორტის გადაზიდვა. კომპანიას „ავტო დახმარება ჯუბა“ ამჟამად 75 ტონამდე ავტოტექნიკისა და ტვირთების გადაზიდვა შეუძლია.
დღიდან დაარსებისა, „ავტო დახმარება ჯუბა“ მუდმივად განვითარებასა და სრულყოფაზეა ორიენტირებული. ცოტა ხნის წინ ახალი სერვისი – ფაეტონით მომსახურება დავნერგეთ, რომელმაც უკვე დაიმსახურა მომხმარებლის მხრიდან მოწონება, ბევრი გვიკავშირდება თბილისის ქუჩებში ეტლით გასეირნების სურვილით, მათ შორის ტურისტებიც. სექტემბრიდან კი ფუნქციონირებას დაიწყებს ჩვენი აპლიკაცია – მომხმარებელს კიდევ უფრო მარტივად შეეძლება ჩვენთან დაკავშირება და ჩვენი მომსახურებით სარგებლობა.
სწორედ სიახლეებზე მუდმივად ორიენტირება და მაღალკვალიფიციური კადრების დამსახურებაა ყველა ის ჯილდო, რომელიც კი წლების განმავლობაში მიგვიღია. მათ შორის ნამდვილად აღნიშვნის ღირსია ბოლო – ოქროს ბენდის რჩეულობა. მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის, რომ „ავტო დახმარება ჯუბა“ ერთ-ერთ წარმატებულ კომპანიად აღიარეს. ჩვენთვის დიდი პატივი და დიდი სტიმულიცაა ჩვენს სფეროში ლიდერად დასახელება.