LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სექტემბრის ბოლოს საქართველოში ფისტის პირველ მოსავალს ელოდებიან

99
241842774-2042688685879589-3894184706702412615-n

სექტემბრის ბოლოს საქართველოში ფისტის ექსპერიმენტული პლანტაციიდან პირველ მოსავალს აიღებენ, – ინფორმაციას EastFruit ავრცელებს, რომელიც ფერმერ ბესო თევდორაძეს ესაუბრა.

აღსანიშნავია, რომ მან თავის პარტნიორებთან ერთად, სახელმწიფო პროგრამა „დანერგე მომავალი“ ფარგლებში ფისტის პლანტაცია მოაშენა. წელს მოყვანილი მოსავლის ზომა 20-22 მმ იქნება, რაც ახალი ნერგებისთვის კარგი შედეგია.

„მომავალ წელს ჩვენ რამდენიმე ტონა ე.წ. გრძელი ფისტის აღებას ველოდებით, ხოლო ბაღის სრულად მომწიფების შემდეგ, ერთმა ჰექტარმა 5 ტონა სველი ფისტა უნდა მოგვცეს. მომავალი მოსავლის რეალიზაციას ადგილზე ვგეგმავთ“, – განუცხადა EastFruit-ს ბესო თევდორაძემ.

ცნობისთვის, შპს „ტარიბანა 2016“-მა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 2016 წელს, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, ფისტა გააშენა. 47 ჰა-ზე ფისტის გაშენებისათვის კომპანიამ 700,000 ლარის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 360,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g