LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერბეთსა და კოსოვოს შორის საზღვარზე გადაადგილებასთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია: ჯოზეფ ბორელი

55
300184337_3344097555810414_307786604689973897_n (1)

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ სერბეთსა და კოსოვოს შორის საზღვარზე გადაადგილებასთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია.

სერბეთი დათანხმდა, გააუქმოს ქვეყანაში შესვლისას ან გასვლისას დოკუმენტების მოთხოვნა კოსოვოს პირადობის მოწმობის მქონე პირებისთვის, ხოლო კოსოვო დათანხმდა, რომ არ შემოიღოს შესვლა-გასვლის დოკუმენტების მოთხოვნა სერბეთის პირადობის მოწმობის მქონე პირებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ორ ქვეყანას ჩრდილოეთ კოსოვოში გაცემული სერბული მანქანის სანომრე ნიშნების სადავო გამოყენებაზე შეთანხმებისთვის ჯერ კიდევ არ მიუღწევია.

„შეთანხმება მიღწეულია. ევროკავშირის მიერ ხელშეწყობილი დიალოგის ფარგლებში, სერბეთი დათანხმდა, გააუქმოს შესვლისას/გასვლისას დოკუმენტების მოთხოვნა კოსოვოს პირადობის მოწმობის მფლობელებისთვის, ხოლო კოსოვო დათანხმდა, რომ არ მოსთხოვოს ისინი სერბეთის პირადობის მოწმობის მფლობელებს. კოსოვოელ სერბებს, ისევე როგორც ყველა სხვა მოქალაქეს, შეეძლებათ, თავისუფლად გადაადგილდნენ კოსოვოსა და სერბეთს შორის პირადობის მოწმობების  გამოყენებით“, – წერს ბორელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g