LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერენა უილიამსს კეიტ მიდლტონის მშობიარობის თარიღში ეჭვი ეპარება

61

ორშაბათს, კეიტ მიდლტონი მესამედ გახდა დედა. მშობიარობიდან რამდენიმე საათში კემბრიჯის ჰერცოგინია სამშობიაროდან ვაჟიშვილთან ერთად გამოვიდა, რათა მათ პატარა პრინცის გადაღების საშუალება ჰქონოდათ. მიდლტონი არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, შესაბამისად გაჩნდა მოსაზრება, რომ რეალურად ჰერცოგინიამ რამდენიმე დღით ადრე იმშობიარა. სერენა უილიამსი ერთ-ერთია, ვინც ეს მოსაზრება საჯაროდ გამოხატა:

“როდესაც კეიტი ასეთ ფორმაში დავინახე ვიფიქრე, რომ მან ნამდვილად ორი დღით ადრე იმშობიარა, რადგან მშობიარობის შემდეგ მე საშინელ მდგომარეობაში ვიყავი. თუ ეს სიმართლეა, ის ნამდვილად უჩვეულო ქალია”, – განაცხადა ჩოგბურთელმა.

უილიამსს სხვა ქალებიც დაეთანხმნენ. მათი თქმით დაუჯერებელია, რომ იმ დროს, როდესაც ყველა ქალი ეიფორიაშია, კეიტი მაკიაჟს იკეთებდა და ქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმას ცდილობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები