LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერგეი გავრილოვი: „ვფიქრობთ, ავიამიმოსვლის განახლების შემდგომი ნაბიჯი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა იქნება“ 

158
სერგეი გავრილოვი

რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი „Российская газета“-სთან ინტერვიუში, უვიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები პერსპექტივაზე საუბრობს და ვარაუდობს, რომ შემდეგი სვლა შესაძლოა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა იყოს:

როგორც გავრილოვმა აღნიშნა, საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვა რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შემოიღეს:

„ჩვენი ტურისტებისთვის იმ დროს თბილისში ყოფნა არ იყო უსაფრთხო, რადგან იქ დაიწყო კამპანია საქართველოს ხელმძღვანელობის დასამხობად“, – განაცხადა გავრილოვმა და თქვა, რომ შემდგომი ნაბიჯი რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა იქნება:

„ჩვენ გვჯერა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების შემდეგი ნაბიჯი იქნება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, ელჩების გაცვლა“, – აღნიშნა დუმის დეპუტატმა.

მისივე თქმით, „ასეთი ნაბიჯის შესაძლებლობაზე საქართველოს თავშეკავებული პოზიცია უკრაინის საკითხზე, დემოკრატიული პრინციპების დაცვა მიუთითებს. ჩვენს ხალხებს აქვთ მჭიდრო კავშირები, გვაქვს საერთო სულიერი და მორალური ღირებულებები, კულტურა.“ – განაცხადა სერგეი გავრილოვმა.

ცნობისთვის, მოსკოვი-თბილისის თვითმფრინავი დაეშვა – რუსული ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავის დაჯდომა შამპანურით აღნიშნეს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 10 მაისს გააუქმა. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შესაბამისი განკარგულება 15 მაისიდან ამოქმედდა. საქართველო-რუსეთს შორის ავიამიმოსვლას კომპანია Azimuth Airlines განახორციელებს.

 

magti 5g