„რუსული მხარე მზადაა, გააგრძელოს საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი“, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ „ქართველმა ხალხმა გააკეთა თავისი არჩევანი“:
„ჩვენ მას პატივისცემით ვეკიდებით. მზად ვართ, ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი გავაგრძელოთ“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
დუგინი: „ქართული ოცნება“ ახლა სტრატეგიაზე უნდა დაფიქრდეს, უნდა ეცადონ, საქართველოს დაუბრუნონ ძველი დიდება, ასევე, დროა დაემშვიდობოთ ქართველოფობ პრეზიდენტს…“
კრემლის იდეოლოგი და პროპაგანდისტი ალექსანდრ დუგინი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს „ტელეგრამ“ არხზე ეხმაურება და სამომავლოდ, საქართველოს BRICS-ში გაწევრებაზე საუბრობს.
ლავროვის თქმით, აშშ და ევროკავშირი ხელოვნურად ცდილობენ საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესი წარმოაჩინონ, როგორც სტრატეგიული არჩევანი რუსეთსა და დასავლეთს შორის.
„სინამდვილეში, საუბარია არჩევანზე ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებულ სუვერენულ განვითარებასა და გარედან კონტროლს შორის, ტრადიციულ ღირებულებებსა და გარედან დაწესებულ ნეოლიბერალურ დამოკიდებულებებს შორის“, – აღნიშნა ლავროვმა.
მარია ზახაროვა – „აშშ საქართველოს „შემდგომი შედეგებით“ დაემუქრა – შემდეგი სადგური „ნეოკოლონიალიზმი”
მისი თქმით, ამერიკელი ანალიტიკოსების განცხადებები საქართველოში საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ სიცრუეა.
„ეს არის აშკარა ტყუილი. ამერიკელები ცდილობენ მოგვაწერონ ის, რასაც თავად აკეთებენ. როგორც ამბობენ, ქურდს ქუდი ეწვის“. – განაცხადა სერგეი ლავროვმა.