რუსეთს მეზობელი ქვეყნების არავითარი დაპყრობის გეგმა არ აქვს, არც ჰქონია და არც შეიძლება ჰქონდეს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა პრიმაკოვის საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
როგორც ლავროვმა აღნიშნა, რუსეთს მეზობლების მიმართ აგრესიული გეგმები არ აქვს და ამის შესახებ დასავლეთში განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება.
აღნიშნულზე საუბრისას სერგეი ლავროვმა გაიხსენა, რომ პენტაგონის ხელმძღვანელმა, ლოიდ ოსტინმა პირადად არაერთხელ განუცხადა, რომ თუ შეერთებული შტატები უკრაინას არ დაუჭერს მხარს, რუსეთი გაიმარჯვებს და თავს დაესხმება მეზობელ ქვეყნებს.