LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერგეი ლავროვმა და დაურ კოვემ 2021-2022 წლების საკონსულტაციო გეგმას ხელი მოაწერეს

61
EvJRbixXAAEHmAI

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ, 2021-2022 წლების საკონსულტაციო გეგმას ხელი მოაწერეს. ინფორმაციას Sputnik Абхазия ავრცელებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, დაგროვილია მრავალი საკითხი, რომელიც საკონსულტაციო გეგმის ფარგლებში უნდა გადაწყდეს. ლავროვის განცხადებით, გადაწყვეტილების მიღების პროცესში იმ შეთანხმებით იხელმძღვანელებენ, რაზეც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტი, ასლან ბჟანია არიან შეთანხმებულები.

“სისტემურად ვაგრძელებთ, ინტენსიურ ურთიერთთანამშრომლობას, რათა განვახორციელოთ მჭიდრო კავშირები, რომლებიც ჩვენი ქვეყნების მთავრობებს შორის ჩამოყალიბდა, ცალკეულ სამინისტროებსა და დეპარტამენტებს შორის. ჩვენ არცთუ  ისე ცუდი სავაჭრო ბრუნვა გვაქვს”. – თქვა სერგეი ლავროვმა.

მისივე თქმით, კორონავირუსის ინფექციასთან ბრძოლის მიმართულებით, ორივე მხარე თანამშრომლობას განაგრძობს.

magti 5g