რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ 11 მარტის შემდეგ, პირველად გამოჩნდა და უკრაინაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის შესახებ ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მისი თქმით, უკრაინაში სპეცოპერაციის პირველი ეტაპის ძირითადი ამოცანები შესრულდა და ფოკუსირება დონბასის გათავისუფლებაზე უნდა მოხდეს.
შოიგუმ ასევე განაცხადა, რომ რუსეთი ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს ნატოს მიერ უკრაინისთვის თვითმფრინავებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების შემთხვევაში.
„უკრაინის არმიამ მნიშვნელოვანი ზიანი განიცადა, რაც საშუალებას გვაძლევს, ჩვენი ძალისხმევა გავამახვილოთ მთავარი მიზნის, დონბასის გათავისუფლებაზე“, – განაცხადა რუსეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ სამხედრო ოპერაცია გაგრძელდება, სანამ მთავარი მიზნები არ იქნება შესრულებული.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში