„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე 13 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
ჩიხლაძემ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით „მთავარ არხთან“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ კახა კალაძემ თანამდებობა უნდა დატოვოს.
„ის, რომ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მერმა კალაძემ და გადადგეს ამაში ორი აზრი არ არსებობს.
აქამდეც უნდა გადამდგარიყო ყველა იმ მოუწესრიგებელი პრობლემის გამო, რაც ქალაქში არსებობს…
ძალიან დიდი ბოდიში ასეთი ემოციურობისთვის, მაგრამ მეც ამ ხნის შვილი მეზრდება, მას რომ რამე დაემართოს არავის შევარჩენ!
საერთოდ არ მაინტერესებს პოლიტიკოსი ვარ თუ ვინ ვარ, რად მინდა ეს ქვეყანა, თუ ბავშვების სიცოცხლე ვერ დაგვიცავს და გადაგვირჩენია და ვიღაც დეგრადირებულ ქონდრის კაცებს, რომლებიც კორუფციაში იხრჩობიან, შევალიეთ ჩვენი ცხოვრება!” – აღნიშნავს სერგო ჩიხლაძე.