LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერგო ჩიხლაძე – თუკი “ქართული ოცნება” ფრენებს აღადგენს, ეს იქნება დასტური, რომ ორმხრივ ტანგოს ეცეკვება კარასინს, კრემლსა და პუტინს

131
chixlaze-imedis-kadrii-1

რუსეთთან ფრენები არ და ვერ აღდგება, მაგრამ თუკი “ქართული ოცნება” ორმხრივ ფრენებს მაინც აღადგენს, ეს იქნება დასტური იმისა, რომ დიახაც, ის ორმხრივ ტანგოს ეცეკვება კარასინს, კრემლსა და პუტინს , – აღნიშნული განცხადება “სტრატეგია აღმაშენებლის” წარმომადგენელმა სერგო ჩიხლაძე გააკეთა.

ის გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელის გრიგორი კარასინის განცხადებას, რომელმაც საქართველოსთან ავიამიმოსვლის შესაძლო აღდგენასთან დაკავშირებით, განახადა, რომ ტანგოს საცეკვაოდ ორია საჭირო.

ჩიხლაძის შეფასებით, ფრენების აღდგენის თაობაზე კარასინის განცხადება იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებას დიდი ხანია რუსეთთან სენტიმენტები აქვს.

“სამწუხაროდ, ბევრ საკითხში აგრესორთან თანამშრომლობენ. ის, რომ ფრენები დღემდე აღდგენილი არ არის, ეს არის ოპოზიციისა და საზოგადოების დამსახურება, რომლებიც ფრენების აღდგენას ვეწინააღმდეგებით”, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

რუსეთი საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენისთვის მზადაა, თუმცა ამისთვის ქართული მხარის თანხმობაა საჭირო. ამის შესახებ მედიასთან საუბარში განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარემ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ გრიგორი კარასინმა.

„ჩვენ, ბუნებრივია, ამაზე ვმსჯელობთ, მოსაზრებებს ვცვლით, მაგრამ არსებობს ასეთ გამოთქმა: ტანგოს ორი სჭირდება და თუ დუეტის ერთ მონაწილეს ეჭვი ეპარება, ძალდატანება არაა საჭირო. ასეთი შესაძლებლობა არსებობს და რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული“, – განაცხადა კარასინმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები