LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერიალ „გრეის ანატომიის“ ვარსკვლავს ერიკ დეინს უმძიმესი დიაგნოზი დაუსვეს

190
სერიალ „გრეის ანატომიის“ ვარსკვლავს ერიკ დეინს უმძიმესი დიაგნოზი დაუსვეს

სერიალ „გრეის ანატომიის” ვარსკვლავს, 62 წლის მსახიობ ერიკ დეინს ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის დიაგნოზი დაუსვეს, ეს გახლავთ ეგრეთ წოდებული ლუ გერიგის დაავადება, ის სწრაფად პროგრესირებს და მოტორული ნეირონების დეგრადაციით ხასიათდება. ეს დიაგნოზი თავის დროზე სტივენ ჰოკინგს დაუსვეს, დაავადება ძირითადად ვნებს თავის ტვინს, ხერხემალს, იწვევს ძვალ-სახსროვანი კუნთების მუშაობის შეფერხებას, მეტყველების პრობლემებს, კვების და სუნთქვის სირთულეებს.

გამოცემა People-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მსახიობმა თქვა, რომ, უზომოდ ბედნიერია ოჯახის გვერდში დგომისა და მხარდაჭერისთვის, ამჯერად ის სერიალ „ეიფორიას“ მესამე სეზონზე მუშაობს.

დიდი სიურპრიზი „გრეის ანატომიის” ფანებს – კეტრინ ჰაიგლისა და ელენ პომპეოს პირველი ფოტოსესია 18 წლის შემდეგ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g