LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერიალში „გვირგვინი“ პრინცესა დაიანას როლის შემსრულებელი გამოჩნდა (ფოტო)

965
prncs-diana-news555

„ოქროს გლობუსის“ ტრიუმფატორი სერიალის, „გვირგვინის“ მეოთხე სეზონის გადაღებები უკვე მიმდინარეობს. ცნობილია, რომ სერიალის მთავარი ნაწილი ამჯერად სამეფო ოჯახის ცხოვრების იმ პერიოდს მიეძღვნება, როდესაც პრინცესა დაიანა პოპულარობის პიკზე იმყოფებოდა.

ცნობილია, რომ ლეიდი დის როლს ამომავალი ვარსკვლავი ემა ქორინი ასრულებს. ფოტოგრაფებმა ახალგაზრდა მსახიობი ლონდონის იმ სასტუმროსთან დააფიქსირეს, სადაც თავად პრინცესა დაიანა პრინც ჩარლზთან ქორწინების სამი წლის თავზე გადაიღეს.

„ნეტფლიქსის“ პოპულარული სერიალის შემქმნელებმა ფაქტობრივად ერთი-ერთში გაიმეორეს პრინცესა დაიანას პოპულარული ლუქები. მათ შორის ყველაზე ცნობილი კოსტიუმები მისი გარდერობიდან. ასევე ინტერნეტში ვრცელდება ემა ქორინის ვარდისფერ კაბაში გადაღებული ფოტოები, რომლითაც დაიანამ 1993 წელს Fremantle-ის ჰოსპიტალი მოინახულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები