LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სეთ როგენის აღმოჩენამ მაკოლეი კალკინი და კრის ევანსი შოკში ჩააგდო (ფოტო)

7864928-0-image-a-65_1545912868645

სეთ როგენმა ,,ტვიტერზე” სახალისო პოსტი გამოაქვეყნა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ მას აქამდე შავ-თეთრი ფილმი Angels with Even Filthier Souls, რომელსაც მაკოლეი კალკინის პერსონაჟი ოჯახურ კომედიაში ,,მარტო სახლში” უყურებს, რეალურად არსებული ძველი კინოსურათი ეგონა.

,,მთელი ჩემი ბავშვობა, ვფიქრობდი, რომ კინო, რომელსაც კევინი ,,მარტო სახლში” უყურებდა, რეალურად ძველი ფილმი იყო”, – დაწერა 36 წლის კომიკოსმა.

 

გაირკვა, რომ ტყუილში არა მხოლოდ სეთ როგენს, არამედ თავად მაკოლეი კალკინსაც უცხოვრია, რადგან მან სიმართლე სწორედ როგენის პოსტიდან შეიტყო.

აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია მოულოდნელი აღმოჩნდა კრის ევანსისთვისაც.

,,არ არის?”, – იკითხა გაოცებულმა ,,კაპიტანმა ამერიკამ”.

https://twitter.com/ChrisEvans/status/1077700667131731974

შეგახსენებთ, რომ კრის კოლამბუსმა Angels with Even Filthier Souls სპეციალურად საახალწლო კომედიისთვის გადაიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები