დღეს სეტყვა იყო კახეთში. თელავის მუნიციპალიტეტში, ქალაქსა და შემოგარენში უამინდობა რამდენიმე წუთს გაგრძელდა. სეტყვის შედეგად, სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურული კუთხით არაფერი დაზიანებულა. გავრცელებული ინფორმაციით, გამოიყენეს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა. თელავის მუნიციპალიტეტის მერის შოთა ნარეკლიშვილის ინფორმაციით, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის გამოყენების შედეგად სასოფლო-სამეურნეო სავარგულები არ დაზიანებულა.
“სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ ეფექტიანად იმუშავა, შედეგად მრავალწლიანი ნარგავები გადარჩა. ამ მხრივ დაზიანება არ გვაქვს ქალაქშიც, იქ, სადაც სეტყვა რამდენიმე წუთს გაგრძელდა,” – განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.