LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სეტყვით დაზარალებული მევენახეები 3 000 ლარიან კომპენსაციას მიიღებენ

80
245802586

მევენახეები, რომლებსაც სეტყვამ მოსავალი გაუნადგურა ერთჯერად 3 000-ლარიან კომპენსაციას მიიღებენ.

დაზიანებულ 1 კგ რქაწითელს ფერმერები 80 თეთრად ჩააბარებენ ხოლო 1 კგ საფერავს – 1 ლარად.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლერი ბარნაბიშვილმა და კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი შიოშვილმა რთველი 2021-ის საკოორდინაციო შტაბში სეტყვით შედეგად დაზიანებული ყურძნის მიღება-გადამუშავების საკითხთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართეს.

„კახეთის რეგიონის 5 მუნიპალიტეტში დაფიქსირდა უპრეცენდეტოდ დიდი სტიქია, სეტყვა, რომელმაც გაანადგურა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. ჩვენ გვქონდა მყისიერი რეაგირება, საკორდინაციო შტაბის მიერ კონკრეტული გადაწყვეტილებები უკვე მიღებულია. მთავრობის გადაწყვეტილებით, დასეტყვილი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება. რამდენიმე ლოკაციაზე გახსნილია პუნქტები, სადაც მევენახეები დაზიანებულ ჩააბარებენ”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები