LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სევეროდონეცკი დავიბრუნეთ მთლიანად“ – უკრაინაში მებრძოლი ქართველი

212
78-2022-04-16_17-32-25_402473

უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ვანო ნადირაძე წერს, რომ უკრაინამ ლუგანსკის ოლქში სევეროდონეცკი მთლიანად დაიბრუნა.

“სევერო დონეცკი დავიბრუნეთ მთლიანად, ამ წუთისთვის ეს მდგომარეობაა!!!!”,- წერს ვანო ნადირაძე Facebook-ზე

ცნობისთვის, ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა, სერგეი გაიდაიმ დღეს განაცხადა, რომ უკრაინის არმია სევეროდონეცკში ინარჩუნებს პოზიციებს და რამდენიმე ადგილას აწარმოებს რუსეთის ძალების განდევნის ოპერაციას.

“საკმარისი რაოდენობით როგორც კი გვექნება გრძელი რადიუსის მოქმედების დასავლური იარაღი, ჩვენ მათ არტილერიას განვდევნით ჩვენი პოზიციებიდან” – თქვა გაიდამ 4 ივნისს.

მან ასევე თქვა, რომ რუსეთის ძალები ხიდებს აფეთქებენ ჩრდილოეთის დონეცის მდინარეზე, რათა უკრაინის ძალებს არ მიეცეთ საშუალება იქ თავისი ძალები გაამაგრონ და დახმარება ჩაუტანონ სამოქალაქო პირებს სევეროდონეცკში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები