LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმთან დაკავშირებით აკრედიტაციის სამსახურის საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ მობილობის საკითხიც გადაწყდება

115

შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმთან დაკავშირებით აკრედიტაციის სამსახურის საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ მობილობის საკითხიც გადაწყდება. ბათუმში, შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმთან დაკავშირებით აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა განცხადება გააკეთა. მისი თქმით, საქართველოს განათლების სამინისტროსთან ერთად შეეცდება მობილობის საკითხის გადაწყვეტას.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აკრედიტაციის საბჭომ ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმს ავტორიზაცია გაუუქმა, ვინაიდან სკოლას აღმოაჩნდა სერიოზული დარღვევები ბავშვების ჩარიცხვასთან დაკავშირებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g